შეამოწმე VIN
კოდის მეშვეობით

ჩასქროლე მეტი ინფორმაციისთვის

Why you should check the VIN report before buying a car?

ავტომობილის ფოტომასალა

ავტომობილის რეალური გარბენი

ავტოსაგზაო შემთხვევები და დაზიანებები

ავტომობილის მფლობელების რაოდენობა

ავტომობილით სარგებლობის ფორმები

მოპარული ავტომობილების ბაზა

ავტომობილის ტექნიკური მონაცემები

ავტომობილის საწარმოო დეფექტები

MYAUTO-ზე შეგიძლია

მიიღო სრული ანგარიში ავტომობილის შესახებ. ჩვენ გავაერთიანეთ VIN კოდის მეშვეობით ინსპექტირების ორი ძირითადი პლატფორმა, რათა MYAUTO-დან გაუსვლელად შეძლო ავტომობილის სრული ისტორიის ნახვა მისი აშშ-ში და კანადაში ყოფნის პერიოდში. 

რისი საშუალებით ვამოწმებ

პლატფორმები CLEARVIN და CARFAX გაწვდის სხვადასხვა სახის ინფორმაციას, ხოლო ჩვენ ვაერთიანებთ მას და საქართველოში შეგიძლია მარტივად ნახო საშენო ინფორმაცია ავტომობილის შეძენამდე.

რა განსხვავებაა CLEARVIN-ს და CARFAX-ს შორის

Carfax აერთიანებს ავტომობილების მდგომარეობის ისტორიულ ჩანაწერებს და ეხმარება მყიდველს მიიღოს სწორი გადაწყვეტილება ავტომობილის შეძენის პროცესში.
Clearvin არის ავტომობილის ისტორიის ბაზა, რომელიც თანამშრომლობს აშშ-ს მთავრობასთან და აერთიანებს სხვადასხვა ინფორმაციას, რათა მეორადი ავტომობილის მყიდველმა მიიღოს დაზუსტებული ანგარიში.

ისტორიის ნიმუშები

Clearvin არის ავტომობილის ისტორიის ბაზა, რომელიც თანამშრომლობს აშშ-ს მთავრობასთან და აერთიანებს სხვადასხვა ინფორმაციას, რათა მეორადი ავტომობილის მყიდველმა მიიღოს დაზუსტებული ანგარიში.

  • ავტომობილისთვის ჩატარებული სერვისები;
  • ძარცვის შემთხვევები;
  • საკუთრების უფლება;
  • დაზღვევის მონაცემები;
  • ავტომობილის ფოტოები დაზიანებით;

Carfax-ზე შეგიძლია მიიღო სანდო ინფორმაცია, რომელიც საშუალებას გაძლევს დარწმუნდე რომ შენი მომავალი ავტომობილი არ იქნება მოულოდნელი პრობლემების და ხარვეზების წყარო.

  • ავტომობილისთვის ჩატარებული სერვისები;
  • დაზიანების ისტორია;
  • რეალური გარბენი;
  • მფლობელთა რაოდენობა;
  • რა მიზნობრიობით იყენებდნენ ავტომობილს;

ხშირად დასმული კითხვები

სად ვნახო VIN კოდი

VIN კოდი განთავსებულია ავტომობილის ტექ.პასპორტზე, საქარე მინაზე მძღოლის მხარეს, ასევე ძრავის წინა ნაწილზე და ძარაზე

რა ღირს შემოწმება VIN კოდის მეშვეობით

CLAERVIN-ის მეშვეობით ავტომობილის შემოწმების საფასური 12 ლარს შეადგენს, ხოლო CARFAX-ის მეშვეობით 30 ლარს. MYAUTO-ზე შეგიძლია შეამოწმო ავტომობილი და მიიღო ინფორმაცია ერთდროულად ორივე პლატფორმაზე.

რომელი ავტომობილების შემოწმება შემიძლია

ბაზა შეიცავს ავტომობილის მდგომარეობის შესახებ დამუშავებულ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან, მისი აშშ-ში და კანადაში ყოფნის განმავლობაში.

როგორ უნდა შევამოწმო Vin Code-ით

VIN კოდით შემოწმება შეგიძლია MYAUTO-ზე განცხადების გვერდიდანვე. მონიშნე სასურველი პლატფორმა CLEARVIN ან CARFAX, ან ორივე მათგანი და MYAUTO-დან გაუსვლელად მარტივად ნახე ინფორმაცია სასურველი ავტომობილის შესახებ.

Რა სახის ინფორმაციას მივიღებ

VIN კოდი შესაძლებლობას გაძლევს მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია ავტომობილის შესახებ, ეს იქნება ვტოსაგზაო შემთხვევები, ჩატარებული სერვისები, დაზიანება - მათ შორის ინფორმაცია ჩაძირვის შესახებ. ასევე გაიგო რეალური გარბენი, ინფორმაცია ავტომობილის მფლობელების შესახებ და რა მიზნობრიობით იყენებდნენ მანქანას, ნახო ავტომობილის სურათები დაზიანებით.

Რამდენ ხანში მივიღებ ისტორიის ანგარიშს

Ავტომობილის ისტორიის შემოწმება, ისევე როგორც ყველა ოპერაცია MYAUTO-ზე, ხდება მყისიერად. CLEARVIN-ის და CARFAX Ბაზაში თავმოყრილია მილიარდობით ჩანაწერი ავტომობილების შესახებ, ხოლო სისტემა მომენტალურად ამუშავებს შენთვის სასურველს და გაძლევს ანგარიშს დაყოვნების გარეშე.

სად ვნახო ჩემი ავტომობილ(ებ)ის VIN კოდის რეპორტი

ახალი ან უკვე არსებული VIN კოდის რეპორტი შეგიძლია ნახო "ჩემი გვერდი-ს" განყოფილებაში "შემოწმების ისტორია-ს" ღილაკზე დაჭერით

რამდენი დღე ინახება ჩემი ავტომობილ(ებ)ის VIN კოდის რეპორტი?

CLEARVIN-ის რეპორტი ინახება უვადოდ, ხოლო CARFAX-ის რეპორტის ნახვა შეგიძლია 30 დღის განმავლობაში.

Check vehicle

ისტორიის ანგარიშის შეძენით თქვენ შეძლებთ ათასების დაზოგვას