რას ნიშნავს VIP კატეგორია და როგორ დავამატო განცხადება VIP-ში?

განცხადების დამატება VIP კატეგორიაში გულისხმობს, რომ თქვენი განცხადება ძებნის დროს მომხმარებელს გამოუჩნდება Super VIP და VIP+ კატეგორიის შემდეგ, სტანდარტული განცხადებების წინ. აღნიშნული სერვისით სარგებლობა გაზრდის განცხადების მნახველთა რაოდენობას,  რაც ასევე გაზრდის თქვენი სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შანსს.
განცხადების 24 საათით VIP კატეგორიაში დამატების ღირებულება შეადგენს 1 ლარს.

არსებობს განცხადების VIP კატეგორიაში დამატების ორი გზა, გადახდის მეთოდის შესაბამისად:

  1. განცხადების VIP კატეგორიაში დამატება ვებ გვერდიდან. განცხადების VIP+ კატეგორიაში დასამატებლად, საჭიროა ბალანსზე გქონდეთ შესაბამისი თანხა. (იხ. როგორ შევავსო ბალანსი?) შემდეგ კი, მიყევით ფოტოზე მოცემულ ინსტრუქციას.

  2. განცხადების VIP კატეგორიაში დამატება მობილური ტელეფონიდან გაგზავნილი sms შეტყობინების მეშვეობით:

    გააგზავნეთ SMS-ი ნომერზე 93099 (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი)  ტექსტით ma და თქვენი განცხადების ID ნომერი. მაგალითად, თუ თქვენი განცხადების ID ნომერია 1234567 მაშინ sms-ის ტექსში ჩაწერეთ ma1234567 და გაგზავნეთ შეტყობინება.
    • SMS-ის საშუალებით განცხადების 24 საათით VIP კატეგორიაში დამატების ღირებულება შეადგენს 2 ლარის.
    • გაფრთხილება! გთხოვთ, SMS გაგზავნეთ მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. SMS -ის არასწორად გაგზავნის შემთხვევაში, ანგარიშიდან თანხა ჩამოგეჭრებათ ავტომატურად, თუმცა, შედეგად, განცხადება ვერ გადავა VIP განყოფილებაში. გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.