როგორ განვაახლო განცხადება?

განცხადების დამატების დროს, თქვენ უთითებთ განცხადების ვადას, თუ რა დროით გსურთ იყოს განთავსებული ვებ გვერდზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ განცხადება ავტომატურად წაიშლება და მისი აღდგენა შეუძლებელია. 
გამოიყენეთ განცხადების განახლების სერვისი თუ:
  • თქვენს განცხადებას გასდის ვადა, ამ დროში კი ვერ მოახერხეთ სატრანსპორტო საშუალების გაყიდვა და არ გსურთ განცხადება წაიშალოს ვებ გვერდიდან. განახლებისას განცხადების ვადა გადაიწევს ზუსტად იმ დროით რა ვადაც მიუთითეთ განცხადების დამატებისას. (მაგ: თუ განცხადება განთავსებული გაქვთ 30 დღის ვადით და განაახლეთ მის წაშლამდე ერთი დღით ადრე, თქვენი განცხადების ვადა გახანგრძლივდება 30 დღით.)
  • გსურთ განცხადების დადების თარიღი შეიცვალოს განახლების დღის თარიღით და იგი გადავიდეს წინა გვერდებზე, ქრონოლოგიის მიხედვით. 
გთავაზობთ განცხადების განახლების ორ მეთოდს:
  • განახლება, რაც გულისხმობს, რომ თქვენ შედიხართ ვებ გვერდზე და ანახლებთ განცხადებას სისტემიდან. განახლების ფუნქციით სარგებლობის რაოდენობა შეუზღუდავია. 
  • ავტომატური განახლება, რაც გულისხმობს, რომ განცხადება, ყოველ 24 საათში ერთხელ განახლდება სისტემის მიერ, ავტომატურად, თქვენს მიერ მითითებულ კონკრეტულ დროს. 

განცხადების VIP+ კატეგორიაში დასამატებლად, საჭიროა ბალანსზე გქონდეთ შესაბამისი თანხა. (იხ. ბალანსის შევსების ინსტრუქცია)
განახლების ღირებულება შეადგენს 0.2 ლარს. (ოცი თეთრი)
ავტმატური განახლების ღირებულება შეადგენს 0.25 ლარს. (ოცდახუთი თეთრი)