როგორ შევავსო ბალანსი?

https://www.oppa.ge/ka#!transporti/MyAuto_geბალანსის შევსება გულისხმობს, თქვენი MyAuto.Ge - ს მომხმარებლის პროფილზე თანხის ჩარიცხვას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სურვილისამებრ, ჩვენი ვებ გვერდის სხვადასხვა სერვისების შესაძენად. მაგალითად განცხადების VIP კატეგორიაში გადაყვანა, განახლება, განცხადებების ლიმიტების შეძენა და ა.შ

MyAuto.Ge - ს ბალანსზე არსებული თანხა ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ  ვებ გვერდზე MyParts.Ge  სხვადასხვა სერვისებით სარგებლობისთვის.

MyAuto.Ge - ზე ბალანსის შევსება შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით. შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე მოხერხებული ვარიანტი.

  1. ბალანსის შევსება სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით.

ბალანსის შესავსებად დაგჭირდებათ თქვენი მომხმარებლის სახელი ან მომხმარებლის ID ნომერი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი (Paybox, Express Pay ან i Pay)

  • Paybox >> საავტომობილი, მგზავრობა >> MyAuto.ge >> ჩაწერთ მომხმარებლის სახელს ან მომხმარებლის ID ნომერს და ჩარიცხავთ თანხას.

 

  • Express Pay/I Pay >> სხვა გადასახდელები >>MyAuto.Ge >> ჩაწერთ მომხმარებლის სახელს ან მომხმარებლის ID ნომერს და ჩარიცხავთ თანხას.

გაითვალისწინეთ! მომხმარებლში იგულისხმება მაილი, რომლითაც გადიხართ ავტორიზაციას ვებ გვერდზე, ID ნომერი კი მითითებულია „ჩემს გვერდში“

  1. ბალანსის შევსება პლასტიკური ბარათის საშუალებით.

ანგარიშის შევსება ხდება VISA ან Mastercard პლასტიკური ბარათის საშუალებით.

 

  1. ბალანსის შევსება ონლაინ გადახდის სისტემებით.
www.oppa.ge სისტემით ბალანსის შესავსებად, გადადით ლინკზე    ჩაწერეთ მომხმარებლის სახელი ან მომხმარებლის ID ნომერი და ჩარიცხეთ თანხა.


4. ბალანსის შევსება საბანკო გადარიცხვით.

ბალანსის შევსება თქვენი საბანკო ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვით. (ეს მეთოდი რეკომენდირებულია იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც სურთ დღგ-ის ფაქტურის მიღება და MyAuto.Ge საიტზე დახარჯული თანხების ხარჯებში გატარება).

საბანკო გადმორიცხვით ბალანსის შესავსებად, მოგვწერეთ კონტაქტის ფორმის საშუალებით, ან ელ ფოსტაზე myauto@my.ge , მიუთითეთ თქვენი კომპანიის რეკვიზიტები, (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი), თქვენი ელ. ფოსტა (მომხმარებლის სახელი) და თქვენთვის სასურველი თანხის ოდენობა. ჩვენი წარმომადგენელი მითითებულ ელ. ფოსტაზე გადმოგიგზავნით ინვოისს. ამგვარად, გადმორიცხავთ თანხას უშუალოდ თქვენი კომპანიის ანგარიშიდან შპს"მაი.ჯი"-ს ანგარიშზე. გადმორიცხული თანხა აისახება თქვენი MyAuto.Ge – ს მომხმარებლის ბალანსზე და ისარგებლებთ საიტის სერვისებით.  ასევე, შეძლებთ MyAuto.Ge საიტზე დახარჯული თანხების ხარჯებში გატარებას (დღგ-ის ფაქტურის მიღება).