რა არის MyAuto.Ge?

MyAuto.Ge არის კავკასიის ყველაზე დიდი ავტოპორტალი. რომლის უნიკალურ ვიზიტორთა რაოდენობა, დღიურიად შეადგენს  100 ათას მომხმარებელს, ხოლო ჩვენებების რაოდენობა საშუალოდ 3 მილიონს.

ვებ გვერდი ინტერნეტ სივრცეში არსებობს უკვე 15 წელია. ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, მუდმივად ვისწრაფვით განვითარებისკენ, რათა შევქმნათ და შემოგთავაზოთ საუკეთესო სერვისი. 

MyAuto.Ge ასრულებს შუამავლის როლს, მყიდველსა და გამყიდველს შორის. ჩვენი ავტოპორტალის საშუალებით შეგიძლიათ, სრულიად  უფასოდ, გაყიდოთ ან იყიდოთ ავტომობილი. კომპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ელექტრონული კომერციის განვითარებას და პოპულარიზაციას საქართველოში. გვსურს მომხმარებელს გავუადვილოთ ავტომობილის ყიდვის და გაყიდვის პროცესი. 

თუ თქვენ გსურთ სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია, განათავსეთ ის ჩვენს ვებ გვერდზე სრულიად უფასოდ. თქვენს განცხადებას ნახავს ასობით და ათასობით მომხმარებელი. დაზოგეთ დრო და ფინანსები.