გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.9

 Myauto, ეს არის კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალი, სადაც ყოველთვიურად 300,000 ახალი განცხადების ნახვაა შესაძლებელი. ამ განცხადებებს შორის შეიძლება აღმოაჩინო სხვადასხვა უნიკალური ავტომობილები, დაწყებული რეტროთი დამთავრებული თანამედროვე მოდელებით. ტრადიციას ვაგრძელებ და გთავაზობ 5 უნიკალურ ავტომობილს, Myauto-დან.

Chevrolet Camaro SS ეს არის ამერიკული მასელ-ქარის თანამედროვე ვარიანტი, რომელიც 21-ე საუკუნის მოთხოვნებს თავისუფლად აკმაყოფილებს. Camaro თუნდაც იმით არის გამორჩეული, რომ ის გვაძლევს საშუალებას იყოს უნივერსალი, როგორც სახლი-სამსახურისთვის განკუთვნილი, ასევე დაუვიწყარი ემოციების მომცემი ავტომობილი. აღნიშნული 2016 წლის Chevrolet Camaro SS, აღჭურვილია 6,2 V-8 ძრავით, რაც მთავარია მისი 455 ცხენის ძალის მართვა, პირდაპირ შენს ოსტატობაზეა დამოკიდებული, რადგან Camaro SS-ს 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს.

https://www.myauto.ge/ka/pr/45521345/iyideba-kupe-chevrolet-camaro-2016-benzini-geo


Alfa Romeo 156 V6შენს წინაშეა 90-იანების ერთ-ერთი ლამაზი და გამორჩეული სედანი. Alfa Romeo აღჭურვილია, საკულტო 2.5 V6 Busso-ს ძრავით, ის 192 ცხ.ძ გამოიმუშავებს. Busso-ს ძრავა დაწყვილებულია, 6 საფეხურიან, მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან. რაც დრო გადის, V6-ის შოვნა, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის ბაზარზე რთული საქმეა. ალფაზე საუბარს, ჯერემი კლარკსონის სიტყვებით დავასრულებ „you can't be a true petrolhead until you've owned an Alfa Romeo"

https://www.myauto.ge/ka/pr/46179631/iyideba-sedani-alfa-romeo-156-1999-benzini-geo


Mini JCW - „ცხვრის ქურქში გამოწყობილი მგელი“, ეს არის John Cooper Works-ის მოდიფიცირებული ვარიანტი, ის 208 ცხენის ძალას გამოიმუშავეს. ასეთი მოდიფიცრებით Mini კუპერი საქართველოში ძალიან იშვიათი სანახავია. თუ გსურს სწრაფი, მოდური, ამავდროულად ქალაქის პატარა მანქანა, მაშინ ეს მინი საშენოა. 

https://www.myauto.ge/ka/pr/44035617/iyideba-kupe-mini-cooper-2013-benzini-geo

Ford Fusion Plug-In Hybrid- თუ გსურს ლამაზი და თანამედროვე ავტომობილის შეძენა, ამავდროულად შენი ძირითადი მოთხოვნა საწვავის ეკონომიურობაა, მაშინ Ford Fusion-ის დატენვადი ჰიბრიდი საშენო ავტომობილია. ის ქალაქში საშუალოდ 4,5/5 ლიტრს მოიხმარს. Fusion-ის ფეისლიფტი ძალიან წააგავს Aston Martin-ს, სადაც არ უნდა წახვიდე ყურადღების გარეშე არ დარჩები.

https://www.myauto.ge/ka/pr/45789589/iyideba-sedani-ford-fusion-2016-datenvadi-hibridi-geo


 
Range Rover Vogue - თუ გსურს იმოგზაურო კომფორტულად, მთაში თუ ბარში, მაშინ ეს ლეგენდარული ავტომობილი საშენოა. ზოგადად  Range Rover ჩვენს ცნობიერებაში ასოცირდება უმაღლეს კომფორტთან და განსაკუთრებულ შესაძლებლობებთან. 90-იანების Range Rover-ის კარგ მდგომარეობაში პოვნა ისეთივე რთული საქმეა, როგორც მონტესუმას განძის აღმოჩენა.

https://www.myauto.ge/ka/pr/46129758/iyideba-jipi-land-rover-range-rover-1996-benzini-geo


განთავსებულია:2020-06-29 11:42:42
ნახვა:0