Რა უნდა იცოდე მოტოციკლეტის შესახებ

Პირველი ადამიანი, რომელმაც ველოსიპედს ძრავი დაადგა, ალბათ, თავისი დროის ხალხისთვის გიჟად იწოდებოდა. თუმცა, მისმა გამოგონებამ ადამიანების გონებასა და გულში სამუდამო ადგილი დაიკავა და დღეს თანამედროვე მოტოციკლი ბევრი ჩვენგანის საყვარელი გადაადგილების საშუალებაა.  

Მოტოციკლის წინამორბედი

Პირველი არაკომერციული სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც შეგვიძლია რომ “მოტოციკლისებრი” ვუწოდოთ, შუა ვიქტორიანულ წლებში გვევლინება და იმ პერიოდში, ტრანსაპორტი, რა თქმა უნდა, იყენებდა ორთქლს, როგორც მამოძრავებელ ძირითად წყაროს. ჟიულ ვერნის რომანის მსგავსად, გამოგონებლებმა, როგორიცაა ფრანგული ველოსიპედების მწარმოებელი ერნესტ მიშო, უბრალოდ და მარტივად, დაამაგრეს ორთქლის პატარა ძრავი ველოსიპედზე და მიიღეს სრულიად ახალი, მათი ოცნების ტრანსპორტი. დროთა განმავლობაში, ორთქლის ძრავები მოგვევლინა, როგორც ალკოჰოლისა და ნახშირის ნაირსახეობა. 

თანამედროვე მოტოციკლი 

1890-იან წლებში დაიბადა მოტოციკლის სწორედ ის სახე, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. Სწორედ ამ დროს გაქრა ორთქლის და შეიქმნა შიდა წვის ძრავი. გერმანელმა ინჟინერებმა ჰილდბრანდმა და ვოლფმიულერმა უკან ჩამოიტოვეს ამერიკელი და ბრიტანელი მწარმოებლები, მათ შორის,  Excelsior Motor Company, Royal Enfield და Indian Motorcycle Manufacturing Company (US) და 1894 წელს წარადგინეს თავიანთი სახელობის მოტოციკლის შიდა წვის მოდელი, - პირველი ტრანსპორტი, რომელიც იწოდებოდა როგორც “მოტოციკლი”. 

Პირველი მსოფლიო ომის დროს გაიზარდა ინტერესი მოტოციკლების მიმართ, რადგან ამ გზით მარტივდებოდა კავშირი ომში სხვა-მადასხვა ოლქს შორის. ამ კუთხით, ამერიკული მწარმოებელმა Harley-Davidson (დაარსებული 1903 წელს) თავისი პროდუქციის 50% დაუთმო ომის საჭიროებებს. Ამ პერიოდში, Მოტოციკლზე ამხედრებული, ეგრეთ წოდებული, შიკრიკები უფრო ხშირი სანახაობა გახდა, ვიდრე ცხენზე მოჯირითე. Harley-Davidson-ი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გახდა მოტოციკლების უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში, რაც ნაწილობრივ, სწორედ ომის დროს მიღებული მოგების დამსახურება იყო. 1930-იან წლებში მოტოციკლებით დაინტერესდნენ არა მხოლოდ სამხედრო და კომერციული ინტერესის მქონე ადამიანები, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილი მსოფლიოს ყველა კუთხეში და მოტოციკლი მალევე იქცა ძალიან პოპულარულ სატრანსპორტო საშუალებად. 


Მოტოციკლის დადებითი მხარეები

ვინაიდან მოტოციკლის შექმნის მცირე მიმოხილვა უკვე გაგაცანით, ვფიქრობთ, დროა ძალიან მნიშვნელოვან თემასაც შევეხოთ და ხელშესახებად გაგაცნოთ მოტოციკლის დადებითი მხარეები. 

ფასის ხელმისაწვდომობა

თუ ხელმისაწვდომ და ეფექტურ სატრანსპორტო საშუალებას ეძებ, რომელიც არა ხშირი სარემონტო სამუშაოებით გამოწვეულ თავის ტკივილსაც აგარიდებს, მაშინ მოტოციკლის შეძენა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან საშუალოდ, კარგი მოტოციკლი გაცილებით იაფია, ვიდრე მანქანების უმეტესობა.

Მოვლის სიმარტივე

უფრო მეტიც, მოტოციკლის მოვლა და შეკეთება ავტომობილებთან შედარებით, ბევრად მარტივია. მისი ზომიდან გამომდინარე, სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის განკუთვნილი კომპაქტური კომპონენტები აადვილებს პრობლემის მოგვარებას, რასაც მანქანის ძრავის დიდ ბლოკებსა და ელექტრო მოწყობილობებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.

Ნაკლები დრო Საცობში

საცობი ნებისმიერი მძღოლის სატკივარია. ეს ტკივილი განსაკუთრებით აქტუალურია, თუ თბილისის მსგავს დიდ და დატვირთულ ქალაქში ცხოვრობთ, სადაც დღე-ღამის ნებისმიერ დროს, თითქმის უწყვეტი მოძრაობაა. თუმცა, Მოტოციკლეტის მართვის დროს, მისი გაბარიტების წყალობით, 95% შემთხვევაში,  შეგიძლია საცობების არსებობა დაივიწყო. Მისი დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი ზოლის გაფილტვრა, მანქანების გვერის ავლა და დანიშნულების ადგილამდე გონივრულად სწრაფი გადაადგილება.  

ახალი მეგობრები

Ცნობილი ფაქტია, რომ ბაიკერებს ახასიათებთ მცირე გაერთიანებების შექმნა, სადაც მათ საშუალება ეძლევათ გაიცნონ ახალი და საინტერესო ადამიანები. ამ გზით, საკუთარ თავს დაუვიწყარი თვაგადასავალი შეგიძლია მოუწყო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც საერთო ინტერესებსა და გატაცებებს იზიარებ.

Მოტოციკლის უარყოფითი მხარეები

Მიუხედავად იმისა, რომ მოტოციკლს ბევრი დადებითი მხარე აქვს, ასევე არსებობს მისი მინუსებიც, რის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდე: 

Მაღალი რისკი 

Საიდუმლო სულაც არ არის, რომ მოტოციკლით გადააადგილება ცალსახად სახიფათო საქმეა. Მოტოციკლით, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დაუცველი ხარ, ვიდრე ავტომობილით, თუმცა არსებობს ადამიანის ჯანმრთელობისთის სახიფათო რისკის შერბილების გზები, მათ შორის, სათანადო აღჭურვილობა უსაფრთხოებისთვის და ძალიან ფრთხილი და რაციონალური მართვის პრაქტიკა. 

ამინდთან შესაბამისობა

Მოტოციკლით სეირნობა და გადააადგილება მშვენიერია, როცა მზიან დღეს ან თუნდაც, როცა მოღრუბლული ამინდია, თუმცა ამას ვერ ვიტყვით წვიმიან დღეებზე. მიუხედავად იმისა, რომ წვიმაში სიარული შეუძლებელი სულაც არ არის, მაინც საკმაოდ რთულია და ბევრად უფრო ზრდის სიცოცხლისათვის სახიფათო რისკების არსებობას, ვინაიდან ძალიან ხშირია ბორბალის მოცურების შემთხვევები და ასევე, გართულებულია ხილვადობა. 

Მცირე ადგილი

Მაშინ, როცა მოტო ძალიან კომფორტულია საცობებისგან თავის ასარიდებლად, მსგავსად კმაყოფილი ვერ ვიქნებით, თუ თან ზურგჩანთის გარდა, კიდევ რაიმეს წაღება გვსურს. Მისი აგებულებიდან გამომდინარე, ძალიან რთულია მსგავსად მცირე ადგილას რამე დაატიო და უსაფრთხოდ გადააადგილო. 

Როგორც ხედავ, ეს ერთი შეხედვით მარტივი სატრანსპორტო საშუალება, ძალიან მრავალმხრივი პროდუქტია. Სწორედ ამიტომ, თუ მოტოციკლის ან ავტომობილის შეძენას აპირებ, გირჩევთ წინასწარ დაფიქრდე რა დანიშნულებისთვის გჭირდება ტრანსპორტი და როგორია შენი ყოველდღიურობა და გადაწყვეტილებაც შესაბამისად მიიღო. თუმცა, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო, Ნებისმიერ შემთხვევაში, შეგახსენებთ, რომ როგორც ავტომობილების, ასევე მოტოციკლების ყველაზე დიდ არჩევანს myauto-ზე შეხვდები. 

განთავსებულია:2023-01-12 14:28:10
ნახვა:0