Калькулятор инспектирования автотранспортных средств


Тип автотранспортного средства *
Полная масса *
Дополнительные данные
Объем двигателя *
Указанные в свидетельстве о регистрации месяц и число
Год выпуска автотранспортного средства

Категория Вашего автотранспортного средства:
Срок прохождения первого инспектирования:
Стоимость инспектирования:
Периодичность инспектирования:

Информация об инспектировании

რა არის საჭირო ინსპექტირების გასავლელად?
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე წარუდგენს ინსპექტირების ცენტრს (პირადად ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით) სატრანსპორტო საშუალებას სუფთა (გარეცხილ) მდგომარეობაში და შემდეგ დოკუმენტებს: 1) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობას; 2) მომსახურების საფასასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს.
რა მოწმდება?
ინსპექტირება უნდა მოიცავდეს მინიმუმ ქვემოთ ჩამოთვლილ ელემენტებს: 1) სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; 2) სამუხრუჭო აღჭურვილობა; 3) საჭით მართვის სისტემა; 4) ხილვადობა; 5) ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; 6) ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; 7) შასი და მისი შემადგენლები; 8) სხვა მოწყობილობები; 9) უარყოფითი ზემოქმედება; 10) დამატებითი ინსპექტირება 8-ზე მეტი ოდენობის მგზავრთა გადამყვან და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
რა ხდება თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ვერ გაიარა ინსპექტირება?
თუ ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა ხარვეზები და პირობები, რომლებიც კრძალავს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, ინსპექტირება არ ჩაითვლება დადებითად გავლილად და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს (მფლობელს) ეძლევა ინსპექტირების ანგარიში ხარვეზების მითითებით. მითითბული ხარვეზებისა და პირობების აღმოფხვრის შემდეგ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (მფლობელი) წარუდგენს სატრანსპორტო საშუალებას ინსპექტირების ცენტრს განმეორებითი ინსპექტირების ჩასატარებლად. სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება შეიძლება ჩატარდეს ან იგივე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა წინარე ინსპექტირება, ან სხვა ინსპექტირების ცენტრში. ინსპექტირების ცენტრს არ აქვს უფლება უარი უთხრას სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს (მფლობელს) განმეორებითი ინსპექტირების ჩატარებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ არ არის გადახდილი შესაბამისი მომსახურების საფასური. სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა მოხდეს პირველი ინსპექტირების დროს ხარვეზებისა და პირობების გამოვლენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ინსპექტირება ხორციელდება საერთო საფუძველზე. თუ სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება ხორციელდება იგივე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა პირველი ინსპექტირება, განმეორებითი ინსპექტირება ტარდება მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე ინსპექტირების ანგარიშზე აღნიშნულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. თუ განმეორებითი ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ინსპექტირებამდე გამოვლენილი და ინსპექტირების ანგარიშში მითითებული ხარვეზები და პირობები, რომლებიც კრძალავს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას არ არის აღმოფხვრილი, ინსპექტირების ცენტრის მიერ ივსება ინსპექტირების ანგარიში, განმეორებითი ინსპექტირების შედეგების მითითებით. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებაზე წარმდგენი იღებს გაფრთხილებას კანონის წინაშე პასუხისმგებლობის შესახებ გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის შემთხვევაში. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შემდგომი ინსპექტირება ტარდება საერთო წესით. თუ პირველი ან განმეორებითი ინსპექტირების შედეგად სამუხრუჭო ან/და საჭის მართვის სისტემებში გამოვლინდა ისეთი სერიოზული დეფექტი, რომელმაც საავტომობილო მიმოსვლისას შეიძლება აშკარა საფრთხე შეუქმნას მძღოლისა და მგზავრის, აგრეთვე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მიუთითოს ინსპექტირების ანგარიშის „შენიშვნის“ გრაფაში. ასეთი ჩანაწერის არსებობა კრძალავს ავტოსატრანსპორტო საშუალების საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობას და ავალდებულებს მესაკუთრეს (მფლობელს) ინსპექტირების ცენტრიდან სატრანსპორტო საშუალების გამოყვანას და საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობას ევაკუატორის საშუალებით.

Карта инспектирования автотранспортных средств