განცხადების დამატება VIP კატეგორიაში

  • განცხადებების ძებნის დროს შესაბამისი კატეგორიის მითითების შემთხვევაში ჯერ ჩანს SUPER VIP, შემდგომ VIP+ და შემდგომ VIP განცხადები, ხოლო შემდეგ მოდის განცხადებები ქრონოლოგიის მიხედვით.

არსებობს განცხადების VIP კატეგორიაში დამატების ორი გზა, გადახდის მეთოდის შესაბამისად:

  1. განცხადების VIP კატეგორიაში დამატება საიტის ბალანსის მეშვეობით:

    განცხადების VIP კატეგორიაში დასამატებლად, პირველ რიგში, საჭიროა ბალანსი შევსებული გქონდეთ შესაბამისი ოდენობის თანხით (იხ. ბალანსის შევსების ინსტრუქცია). განცხადების VIP კატეგორიაში დასამატებლად, ავტორიზაციის შემდგომ, დააჭირეთ ღილაკს ‘ჩემი გვერდი’. მიიტანეთ მაუსი თქვენთვის სასურველი განცხადების მარჯვენა ნაწილში არსებულ მენიუსთან და დააკლიკეთ ღილაკს ‘VIP+/VIP-ში გადაყვანა’, მონიშნეთ ‘VIP_ში გადაყვანა’, მიუთითეთ ციფრი, რამდენი დღითაც გსურთ განცხადების VIP კატეგორიაში დამატება და დააჭირეთ ღილაკს ‘დამატება’. მითითებული დღეების შესაბამისი ოდენობის თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენი ბალანსიდან და განცხადება ამ ხნის განმავლობაში იქნება VIP განყოფილებაში.
    • განცხადების VIP განყოფილებაში დამატების ღირებულებაა 24 საათის განმავლობაში - 1 ლარი.
  2. განცხადების VIP კატეგორიაში დამატება მობილური ტელეფონიდან გაგზავნილი sms შეტყობინების მეშვეობით:

    გააგზავნეთ SMS-ი ტექსტი: ma "თქვენი განცხადების ID" ნომერზე 93099 (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი). მაგალითად, თუ თქვენი განცხადების ID-ია 1234567 მაშინ sms-ის ტექსში ჩაწერეთ მხოლოდ ma1234567 და გაგზავნეთ შეტყობინება.
    • SMS-ის საშუალებით განცხადების VIP კატეგორიაში დამატების ღირებულებაა 2 ლარი 24 საათის განმავლობაში;
    • შენიშვნა: გთხოვთ, SMS გამოაგზავნოთ მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. არასწორი SMS -ის გამოგზავნის შემთხვევაში, ანგარიშიდან თანხა მაინც ჩამოიჭრება ავტომატურად, თუმცა, შედეგად, განცხადება ვერ გადავა VIP განყოფილებაში!

თუკი თქვენი განცხადება უკვე არის VIP კატეგორიაში, ორივე აღწერილი მეთოდით შეგიძლიათ VIP დღეების ოდენობის გახანგრძლივება.